
მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშენკოს განცხადებით, ქალაქში სასმელი წყლის დეფიციტი ახლა კრიტიკულ დონეზეა. ანდრუშენკოს თქმით, ადამიანებს სასმელი წყლის მისაღებად დარეგისტრირება და 2 დღიანი ლოდინი უწევთ.
ორთვიანი ბლოკადისა და დაბომბვების შედეგად, მარიუპოლში განადგურებულია საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურა, მოსახლეობას ჯერ კიდევ არ აქვს ელექტროენერგია, გაზი, წყალი.
ანდრუშენკოს თქმით, წყლის პრობლემა ტემპერატურის მატებასთან ერთად, უფრო გამწვავდება. ხოლო ის წყალი, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი მოსახლეობას აწვდის, დაბინძურებულია და გადადუღების გარეშე მისი დალევა სახიფათოა.
ანდრუშენკო ეპიდემიის საფრთხეზეც საუბრობს, რადგან ქალაქი სავსეა გვამებით და არ არის საჭირო მედიკამენტები
"ჩვენ ველოდებით ქოლერას [ან] ნებისმიერ ვირუსულ ეპიდემიას, რომელიც დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან. ანტისანიტარიული პირობების შედეგად, ეს შეიძლება მოხდეს...დიზენტერიამაც კი შეიძლება ათიათასობით ადამიანი მოკლას" ამბობს ანდრიუშენკო.