როდესაც პრეზიდენტს ქვეყანას უგინებენ, უნდა დაუბრუნდეს თავის საწყის განცხადებას, რომ საქართველო მეორე ფრონტს ვერ გახსნის - ვოლსკი

გამოქვეყნდა:

ვფიქრობ, რომ როდესაც პრეზიდენტს ქვეყანას უგინებენ, უნდა დაუბრუნდეს თავის საწყის განცხადებას, როდესაც თქვა, რომ საქართველომ შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი გააკეთა უკრაინის მხარდასაჭერად, რომ საქართველო მეორე ფრონტს ვერ გახსნის და ეკონომიკური სანქციებით საკუთარ თავს დააზარალებს - აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი „იმედი LIVE“-ის ეთერში სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას. 

მისი თქმით, ენმ და ლელო მიხვდნენ, რომ სანქციები მხოლოდ საქართველოს დააზარალებდა და ამის შემდეგ წამოწიეს "შავი ხვრელების" თემა:

„პრეზიდენტს დაასწრეს, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს და ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“, შემდეგ კი „ლელოს“ წევრებიც მიხვდნენ, რომ ეკონომიკური სანქციები ჩვენ დაგვაზარალებდა და ომიც ჩვენ დაგვაზარალებდა. წამოწიეს შავი ხვრელების თემა და პრემიერ-მინისტრი დაიბარეს, ეკითხებიან იმას, თუ რას ვაკეთებთ შავი ხვრელების დასაკეტად“, - თქვა ვოლსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი