
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკის ზაპოროჟიეს ოლქში სტუმრობის დროს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული „სუ-25“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
შესაბამისი ვიდეო „C14“ ორგანიზაციის ლიდერმა ევგენი კარასმა ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა.
ზელენსკიმ საპოროჟიეში უკრაინის არმიის მოწინავე პოზიციები მოინახულა და ვითარებას გაეცნო. ის იმყოფებოდა დევნილების განსახლების ადგილას და მარიუპოლიდან დევნილებს შეხვდა. ზელენსკიმ პირობა დადო, რომ ყველა ადამიანმა, ვინც რუსული აგრესიის შედეგად სახლები დაკარგა, საცხოვრებელს მიიღებს.