პოლტავას ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ლუნინმა განაცხადა, რომ რეგიონის თავზე რუსული საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდეს. ”პოლტავას რეგიონის ცაზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდო მტრის რაკეტა!" - წერს ის. ის მოსახლეობას მოუწოდებს საჰაერო თავდასხმის გაფრთხილებებს ყურადღება მიაქციონ.