ბრალეულობის დამადასტურებელი უამრავი მტკიცებულება არსებობს - შაქარაშვილის საქმის პროკურორი

გამოქვეყნდა:

ბრალდებულების მხრიდან გამოძიებისთვის ინფორმაციის სრულად მიწოდება არ მომხდარა და ბევრი ისეთი დეტალი იკვეთება, რაც მათ ჩვენებებში არ დევს, - ამის შესახებ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უამრავი მტკიცებულება არსებობს, რაც თითოეული ბრალდებულის ბრალეულობას ადასტურებს. პროკურორი ამბობს, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება სამედიცინო ექსპერტიზის პასუხს ელოდება.

საფრთხეები არსებობდა როგორც მიმალვის, ასევე, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების, ეს არაა უბრალოდ სიტყვები, ეს გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. რაც შეეხება თანამშრომლობას, ეს არ არის სრულყოფილი თანამშრომლობა. საქმეზე გამოკითხულია უამრავი მოწმე, დაახლოებით 60 ადამიანი. ჩატარებულია 750-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება და ამოღებულია ვიდეომასალა, რომელიც ასახავს როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევის ადგილს, - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი