"ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილთან მნახველების შეზღუდვა იგეგმება - პენიტენციურმა უფლებადამცველებს წერილი უკვე გაუგზავნა

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, უფლებადამცველებმა მიხეილ სააკაშვილთან მნახველების სიაში რამდენიმე პირის დამატება ითხოვეს, მათ შორის მამის, ნიკოლოზ სააკაშვილის, თუმცა კლინიკა "ვივა მედის" ადმინისტრაციისგან მიიღეს პასუხი, რომ იზღუდებოდა პატიმრებთან მნახველების შესვლა. დადგენილება 30 მაისით თარიღდება.

უფლებადამცველი ამბობს, რომ პასუხი, შესაძლოა წინაპირობა იყოს მნახველების დაშვების აკრძალვის და არ არის გამორიცხული ეს აკრძალვა პარლამენტარებსაც შეეხოს:

"პენიტენციური სამსახურიდან ჩვენ მივიღეთ წერილი, რომლის ადრესატიც გახლავთ ესკორტირების სამმართველოს ხელმძღვანელი, რომლის თანახმადაც მნახველების დაშვება აკრძალულია მსჯავრდადებულებთან, გარდა იმ შემთხვევისა თუ არსებობს კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხი და კლინიკური დირექტორის თანხმობა. 
რამდენიმე პირის დაშვება ვითხოვეთ და მათ შორის ვითხოვეთ საფუძვლები სამართლებრივი და მოწესრიგების წესი, ამ წერილის პასუხად გამოგვეგზავნა იმავე დღეს, როგორც ჩანს ეს პასუხი. 
საბოლოო მიზანი არ ვიცი, თუმცა რისკი რასაც ვხედავთ არის, შესაძლებელია უკავშირდებოდეს და საფუძველი მზადდებოდეს მნახველების დაშვების აკრძალვასთან დაკავშირებით. ასევე არსებობს შესაძლებლობა, რომ შეზღუდვა გავრცელდეს პარლამენტარებზეც," - ამბობს შოთა თუთბერიძე 

ამ ეტაპზე, ჯერჯერობით ვივა მედში, მნახველების შეზღუდვა არ მოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მამამ, ნიკოლოზ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ ღია წერილი გაუგზავნა პენიტენციურ სამსახურს, სადაც შვილთან შეხვედრას ითხოვდა.

ამჟამად ვივა მედთან ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებიან. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი