ლატვიაში 80 რუსული ტელეარხი აკრძალეს და ლიცენზია მისცეს "დოჟდს"

გამოქვეყნდა:

ლატვიის ელექტრონული მაუწყებლობის ეროვნულმა საბჭომ რუსეთში „უცხო აგენტად“ აღიარებულ ტელეარხ "დოჟდს" ლატვიაში მაუწყებლობის ნებართვა მისცა ნებართვა მისცა. 

საბჭოს თავმჯდომარის, ივარს აბოლინსის განცხადებით,  ლატვიაში მაუწყებლობაზე მოლაპარაკებები დაახლოებით სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ამავდროულად, აიკრძალა 80 რუსული ტელეარხის მაუწყებლობა ლატვიაში.

ივარს აბოლინსის თქმით, გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ახალი საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ლატვიაში არ შეიძლება მაუწყებლობდეს ტელეარხები, რომლებიც რეგისტრირებულია სხვა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხისშემქმნელ ქვეყანაში.

ცნობისთვის, "დოჟდმა" რუსეთში მაუწყებლობა 3 მარტს შეაჩერა. არხის საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილება უკრაინის ომის შესახებ „ყალბი ინფორმაციის კანონით“ ახსნეს, რომელიც სახელმწიფო დუმამ 4 მარტს მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი