უკრაინაში რუსი ტყვეებისთვის სპეციალური ბანაკი მოეწყო

გამოქვეყნდა:

უკრაინაში რუსი სამხედრო ტყვეებისთვის სპეციალური ბანაკი შეიქმნა, ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

ბანაკში გადაიყვანენ იმ სამხედრო ტყვეებს, რომელთა გაცვლაც ახლო მომავალში არ იგეგმება.

მისივე თქმით, უკრაინის მთავარი მიზანი რუსი სამხედრო ტყვეების შენარჩუნებაა ისე, რომ არ იყოს ბრალდებები წამებისა და ომის დანაშაულებში.

 გავრცელებული ინფორმაციით, ერთი სამხედრო ტყვის შესანახად თვეში მინიმუმ 3000 გრივნაა საჭირო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი