
ლიეტუვას ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა ეხმაურება თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მოძალადე ჰომოფობიური დაჯგუფების წარმომადგენლების ანტიევროპულ აქციას და ტვიტერზე წერს:
"იმედგაცრუებული ვარ და ვგმობ შეურაცხყოფას საქართველოში ჩემი კოლეგების, დიპლომატიური კორპუსის წევრების მიმართ, რომლებიც კეთილსინდისიერად წარმოადგენენ თავიანთ ქვეყნებს საქართველოში და არ იშურებენ ძალისხმევას, დაეხმარონ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე" წერს ანდრიუს კალინდრა.
პოლიციამ ადგილზე ადმინისტრაციული წესით 7 პირი დააკავა, მათ შორის გურამ ფალავანდიშვილი.