რუსეთში იმპორტირებული ალკოჰოლის მარაგი იწურება

გამოქვეყნდა:

რუსეთში იმპორტირებული ალკოჰოლის მარაგი იწურება - ამის შესახებ, მოსკოვის სარესტორნო ბიზნესის ომბუდსმენმა, სერგეი მირონოვმა რუსულ სამთავრობო მედიასთან განაცხადა.

მორონოვის თქმით, მწვავე დეფიციტია ისეთი ძლიერი ალკოჰოლური სასმელების, როგორიცაა ვისკი, რომი და ვერმუტი. მისივე თქმით, შემოდგომამდე ალკოჰოლის საკმარისი მარაგი იქნება, თუმცა ამ მხრივ შეფერხებები და პრობლემები უკვე არსებობს.

"საწყობებში ძლიერი ალკოჰოლი თითქმის არ არის და ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ რესტორნებში, რომლებმაც ის წინასწარ იყიდეს. უკვე არის შეფერხებები და პრობლემები" - თქვა მორონოვმა.

ცნობისთვის, რუსეთი, უკრაინაში შეჭრის დღიდან, სანქცირებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი