თქვენ სარგებლობთ იმით, რომ მე ვარ კულტურული და აღზრდილი. მე არ მინდა, რომ თქვენმა ოპერატორმა ირბინოს - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა "მთავარი არხის" კახეთის ბიუროს ჟურნალისტს ნიკა გვარამიას პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, წილოსანს აღნიშნულ საქმეზე საუბარი არ სურს:
კითხვას ვერ დაგასრულებინებთ იმიტომ, რომ მხოლოდ საერთო კომენტარს გაძლევთ და როდესაც ტყუილების დეზინფორმაციის ტირაჟირებას გაეშვებით და ჩვენი ფეხსაცმელების თვალიერებას, მერე მოგცემთ ცალკე კომენტარს, მადლობა" უთხრა წილოსანმა ჟურნალისტს.
წილოსანის ფეხსაცმელები გუშინ, გორში ყოფნისას მოექცა ყურადღების ცენტრში. "ოცნების" ქალთა ორგანიზაციის შეხვედრაზე მასაც და პარტიის სხვა წარმომადგენლებსაც ერთნაირი ფეხსაცმელი ეცვათ.
ავტორი:ია გულიაშვილი