პრორუსული პარტიის ფინანსური თაღლითობა. აუდიტის სამსახური ალტ-ინფოსთან დაკავშირებულ "კონსერვატიულ მოძრაობას" რამდენიმე ათეული ათასი ლარის მითვისებაში ადანაშულებს.
ამ ბრალდებაზე უკვე სასამართლომაც იმსჯელა და ახლა რუსული ნარატივის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს საქართველოში ჯარიმის სახით 200 ათასის გადახდა მოუწევს. მაგრამ კონსერვატორები დროს არ კარგავენ.
ფინანსურ მაქინაციებში მხილებული მოძრაობის წევრები დღეს ევროკავშირის ოფისთან შეიკრიბნენ, დროშის დაწვა სცადეს და ევროპელ დიპლომატებს შეურაცხყოფას აყენებდნენ. აქციის ბოლოს პოლიციამ რადიკალური ჯგუფის 7 წევრი დააკავა.