რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი დაზარალებულად სცნეს. ამის შესახებ ბერძენიშვილი Facebook-ზე წერს:
ორივე - ხათუნაც და მეც გვცნეს დაზარალებულებად. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება მოვლენები.
უღრმესი მადლობა ასეთი საყოველთაო სოლიდარობისთვის.
ეს ქვეყანა ჩვენია და არა ორკების და მათი პატრონების, - წერს ბერძენიშვილი.
ცნობისთვის, პოლიტიკოსებზე ერთ-ერთი თავდამსხმელი ირაკლი ხომასურიძეა, რომელიც წარსულში ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების სხვა აქციებშიც მონაწილეობდა, მათ შორის ფილმ "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების საწინააღმდეგოდ გამართულ პროტესტზე. პოლიციამ ისიც და მისი თანმხლები პირიც დააკავა.
იხილეთ ასევე: