თავდასხმა ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე - დაკავებულია 2 პირი

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე "რესპუბლიკური პარტიის" წევრებზე დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეზე თავდასხმის გამო პოლიციამ 2 პირი დააკავა. 

დეპუტატმა მანამდე Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა, რომ ორმა კაცმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

დეპუტატი ამბობს, რომ პოლიცია ადგილზე თავად მიიყვანა, თავდამსმელები კი მათ სამართალდამცავების თანდასწრებითაც ემუქრებოდნენ - "მეფეზე როგორ ლაპარაკობთ, ეს სიტყვები მახსოვს".

ხათუნა სამნიძე "მთავარ არხთან" ამბობს, რომ თავდასხმა პოლიტიკური ნიშნით მოხდა.  ერთ-ერთი თავდამსხმელი მან ამოიცნო, რადგან ის სხვა ჰომოფობიური ნიშნით გამართულ პროტესტების აქტიური მონაწილე იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი