
რასა იუკნევიჩიენესთან ერთად მივმართე ყველა ქართველს, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. არ დაუშვათ, საქართველომ გადაუხვიოს თავისი პროევროპული გზიდან. დაივიწყეთ დაყოფა და გააერთიანეთ ძალები საბოლოო მიზნისთვის. საქართველოს შეუძლია და გახდება ევროკავშირის წევრი!
- წერს ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი twitter-ზე. ცნობისთვის, ევროპარლამენტარებმა დღეს ქართულ ოცნებას, ოპოზიციასა და ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართეს.