რუსეთმა აშშ-ის 61 ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა და ქვეყანაში აღარ შეუშვებს

გამოქვეყნდა:

რუსეთმა აშშ-ის 61 ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა და ქვეყანაში აღარ შეუშვებს - ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ცნობილი ხდება, რომ სანქციები შეეხება ფინანსთა მინისტრს, ჯანეტ იელენსა და ენერგეტიკის მინისტრს, ჯენიფერ გრანჰოლმს, ასევე, თავდაცვისა და მედიის სფეროებში წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებს.

ეს სია ასევე მოიცავს აშშ-ის ვაჭრობის წარმომადგენელს, კეტრინ ტაის, თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორის, კეიტ ბედინგფილდს და ბიუჯეტის ხელმძღვანელს, შალანდა იანგს. ჩამონათვალში, ბიზნესმენებს შორის, Delta Air Lines-ის აღმასრულებელი დირექტორი და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ხელმძღვანელიც არიან. 

სამინისტროს განცხადებით, ეს ნაბიჯი პასუხია "აშშ-ის მუდმივად გაფართოებულ სანქციებზე რუსეთის პოლიტიკური და საჯარო ფიგურებისა და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლების მიმართ".

სანქციებში მოხვედრილ პირებს რუსეთში შესვლა აეკრძალებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი