ჯონსონს უნდობლობა არ გამოუცხადეს | პრემიერი თანამდებობაზე რჩება

გამოქვეყნდა:

კონსერვატორი დეპუტატების უმრავლესობამ  დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ბორის ჯონსონს უნდობლობა არ გამოუცხადა - ის თანამდებობაზე რჩება. გადაწყვეტილებას მხარი 211-მა დეპუტატმა დაუჭირა, 148 კი წინააღმდეგი იყო.

ბორის ჯონსონის უნდობლობის გამოცხადებაზე კენჭისყრა 54-მა დეპუტატმა მოითხოვა.

საკითხი  დღის წესრიგში partygate-ის სკანდალის შემდეგ დადგა. საუბარია, პრემიერმინისტრის რეზიდენციაში 2020 წელს კოვიდრეგულაციების დარღვევით გამართულ წვეულებებზე. გამოძიების ფარგლებში, რომელიც პოლიციამ რამდენიმე თვის წინ დაასრულა, 83 პირზე 126 ჯარიმა გამოწერა. ჯარიმა შეეხო ჯონსონს და მის მეუღლესაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი