დღეს ერგნეთში მორიგი შეხვედრა გაიმართება

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო ხაზთან შექმნილი მძიმე ვითარება და უკანონო ტყვეების გათავისუფლება იქნება ერგნეთში დღეს დაგეგმილი რიგით 107-ე შეხვედრის მთავარი თემა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ოფიციალური თბილისი ტყვეობაში მყოფი 7 მოქალაქის უპირობა გათავისუფლებას და ბორდერიზაციის შეჩერებას მოითხოვს.

ცხინვალის ციხეში მყოფებს შორის, 2 ყოფილი სამხედროა, ისინი უკვე თვეებია უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან. გარდა ამისა, საოკუპაციო ძალები გამყოფ ხაზთან ბორდერიზაციას პერიოდულად ახორციელებენ, რაც ადგილობრივებს დამატებით პრობლემებს უქმნის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი