
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპული პარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასადმი მიმართავაში წერს, რომ მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე დისკუსია ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის ფართო კონტექსტი ახლა უფრო რელევანტური უნდა იყოს, ვიდრე ყოველდღიურ პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი.
"მიმდინარე ოთხშაბათს, ევროპარლამენტში დაგეგმილია დებატები საქართველოსთან დაკავშირებით.
მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე დისკუსია ყოველთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის ფართო კონტექსტი ახლა უფრო რელევანტური უნდა იყოს, ვიდრე ყოველდღიურ პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. ამის მიუხედავად, იზოლირებულ პრობლემურ საკითხებზე ფოკუსირებასთან ერთად, ჩვენ, აგრეთვე, უნდა გვახსოვდეს ის შთამბეჭდავი პროგრესი, რომელსაც დამოუკიდებელმა მედიამ გასულ ათწლეულში საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის შედეგად მიაღწია", - წერს შალვა პაპუაშვილი.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ევროკავშირისგან პასუხის მოლოდინის დროს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ სამი წლითა და 6 თვით ციხეში გაუშვა. ამ საკითხს დასავლეთის კრიტიკა მოჰყვა. იხილეთ ასევე: