
ცუდი და სამწუხარო რა არის იცით? - თქვენ ბატონი კუბილიუსი საქართველოს უფროსი გგონიათ, ეს არის სამწუხარო - გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტარსა და რუსეთს აიგივებს და ამბობს, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში არავინ უნდა ჩაერიოს:
"ცუდი და სამწუხარო რა არის იცით? - თქვენ ბატონი კუბილიუსი საქართველოს უფროსი გგონიათ, ეს არის სამწუხაროდ არ უყურებთ ისე, რომ ევროპარლამენტარები არიან ევროკავშირის ანუ თავისუფალი სუვერენული ქვეყნების გაერთიანება, რომელთანაც ჩვენ გვინდა მეგობრობა.
თუ საზოგადოებას ეუბნებით, არ გვინდა რუსეთი, იმიტომ, რომ ისინი ერევიან სუვერენიტეტში და გვინდა კუბილიუსი, რომელიც ჩვენი უფროსი იქნება, ეს არის მიუღებელი", - ამბობს "ოცნების" დეპუტატი მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, ევროპარლამენატერებმა ანდრიუს კუბილიუსმა და რასა იუკნევიჩიენემ ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართეს - "ქართველ ხალხს შეიძლება მოუწიოს, გადაწყვიტოს რას ირჩევს - ბიძინა ივანიშვილს თუ ევროპულ მომავალს" - ნათქვამია მათ მიმართვაში.