
ევროპის სახალხო პარტიის EPP-ს მიერ გაკეთებულ განცხადებას, ეხმაურება "ქართული ოცნების" ლიდერი, გია ვოლსკი და ამბობს, რომ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი პარტია ნიკა გვარამიას მხარს იმიტომ უჭერს, რომ ამ პარტიის წევრია.
ვოლსკი ამტკიცებს, რომ კრიტიკული მედიის ხელმძღვანელი მხოლოდ მედიამენეჯერი არ არის და ის პოლიტიკური პარტიის ლიდერიცაა.
"EPP-ს რა რეზოლუციაც ექნება მე წინასწარ შემიძლია, გითხრათ ზუსტად. ყოველგვარი იგნორირება მოხდება იმის, რაც რეალურად ბრალდების მხარემ წარმოადგინა, ან საბრალდებო დასკვნაშია, ან სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაში. მე ვერ ვიტყოდი, რომ მხოლოდ მედიამენეჯერია ნიკა გვარამია, ის პარტიის ერთ-ერთი ლიდერია და გარკვეულწილად EPP-ს წევრიც არის იმ პარტიის მხრიდან, რომელსაც ის წარმოადგენს",- თქვა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, რეზოლუციის პროექტში, რომელიც EPP-მ მოამზადა, საუბარია საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების ხელყოფაზე. ამ კონტექსტში კი ყურადღება „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზეა გამახვილებული.
ამავე თემაზე: