ვოლსკის აზრით, ევროპარლამენტარების წერილი ხელისუფლების გადაგდებისკენ მოწოდებაა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, გია ვოლსკის აზრით, ევროპარლამენტარების წერილი პირდაპირი მოწოდებაა, რომ ხალხმა ხელისუფლება გადააგდოს:

"ეს არის პირდაპირ მოწოდება იმისკენ, რომ ვინც აირჩიეთ, ის ხელისუფლება, ნებისმიერი მოქმედებით გადააგდეთ, შეცვალეთ და ამ შემთხვევაში გაგეხსნებათ გზა ევროსტრუქტურებისაკენ. აბსოლუტურად არ დაგიდევენ ან რეიტინგი რა არის, ან რა მდგომარეობაშია საქართველო ევროპის სტანდარტებთან მიმართებაში", - თქვა ვოლსკიმ. 

ცნობისთვის, ევროპარლამენტარებმა ანდრიუს კუბილიუსმა და რასა იუკნევიჩიენემ მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და ქართველი ხალხის სახელზე ღია წერილი გუშინ გამოაქვეყნეს:

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი