შიდა ქართლში ოკუპანტები გააქტიურდნენ - ამონტაჟებენ რკინის კონსტრუქციებს და ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებს

გამოქვეყნდა:

შიდა ქართლის რეგიონში ოკუპანტები გააქტიურდნენ - მუშაობენ ოთხივე მუნიციპალიტეტში და უკანონო ინსტალაციებს ამონტაჟებენ. ინფორმაციას თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, განცხადება ერგნეთის შეხვედრის დაწყებამდე გაკეთდა.

ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, ამონტაჟებენ რკინის კონსტრუქციებსა და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ დაფებსა და ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებს. მობილიზება გორისა და ქარელის სოფლებში შეინიშნება

ერგნეთის შეხვედრაზე, რომელიც უკვე ერთი საათია მიმდინარეობს, სწორედ ამ საკითხს გააპროტესტებს ოფიციალური თბილისი და გარდა ამისა, მოითხოვს საქართველოს 7 მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას. მათ შორის ყოფილი სამხედროების, ლევან მაჩაბლისა და მამუკა ჩხიკვაძის, რომელსაც ე.წ. სასამართლომ უკვე შეუფარდა 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა, ხოლო მაჩაბლის "სასამართლო" ჯერჯერობით არ ჩატარებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი