განსხვავება არაა კუბილიუსსა და გუბაზ სანიკიძეს შორის და რასას [იუკნევიჩიენე] და სამადაშვილს შორის - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე "ნაციონალური მოძრაობის" მეგობრები არიან და ვინც "ნაცმოძრაობის" მეგობარია, ვერ იქნება საქართველოს მეგობარი.

"კუბილუსის და რასას განცხადებას არ აქვს არავითარი მნიშვნელობა. არც ჩვენთვის, არც ქართული საზოგადოებისთვის, ეს არის დაახლოებით იგივე გუბაზ სანიკიძემ და სალომე სამადაშვილმა რომ გააკეთონ ხვალ ერთობლივი განცხადება. არავითარი განსხვავება არ არის კუბილიუსსა და გუბაზ სანიკიძეს შორის და რასას და სალომე სამადაშვილს, ან ნონა მამულაშვილს შორის, საზოგადოებამაც ეს უკვე ისწავლა. ისინი არიან მარტივად, ნაცმოძრაობის ლობისტები, სააკაშვილის მეგობრები, ნაცმოძრაობის მეგობრები და რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობის მეგობარი საქართველოს მეგობარი ვერ იქნება", - თქვა კობახიძემ. 

ცნობისთვის, გუშინ ევროპარლამენტარებმა "ქართულ ოცნებას", ოპოზიციასა და ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი