"მე მასწავლით კონსტიტუციებს?"-კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო სარჩელი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი არ იქნება

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელზე ამბობს, რომ ეს იმპიჩმენტის საფუძველი არ და ვერ გახდება. მისივე განცხადებით, ერთადერთი რაც სასამართლომ უნდა გააკეთოს ნორმის განმარტებაა, თუ ვისი პრეროგატივაა ელჩების დანიშვნა.

კობახიძის მტკიცებით, სარჩელის მიზანია მომავალში ელჩების დანიშვნა არ დაიბლოკოს.

"გერმანიის პრეზიდენტი ნოტარიუსია, ესტონეთის პრეზიდენტი, ირლანდიის პრეზიდენტი, ან ინგლისი დედოფალი, ესპანეთის მეფე? მე მასწავლით კონსტიტუციებს? ვახტანგ ხმალაძე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, არსებობს საოქმო ჩანაწერები, აცხადებდა, რომ პრეზიდენტისთვის ეს იყო სიმბოლური კომპეტენცია, ახლა სხვა რამეს რომ ამბობს, ეს არის სირცხვილი, პირდაპირ საოქმო ჩანაწერებს ამოვიღებ რას ამბობდა ვახტანგ ხმალაძე მაშინ და რას ამბობს ახლა, ეს არის ნამდვილი სირცხვილი, ეს არ უნდა იკადროს", - თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურად სარჩელით 6 ივნისს მიმართა.

იხილეთ: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი