
"ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ჰკითხეს, მისი აზრით, ვის გულისხმობდა პრეზიდენტი განცხადებაში, სადაც საუბრობს, რომ გეგმიურად და ერთმანეთის მიყოლებით ძალადობა ქუჩაში, ძალადობა პოლიტიკოსებზე, ძალადობა ქალ პოლიტიკოსზე, თავდასხმა ელჩებზე და ევროპულ პრინციპებზე, მოწოდებები ევროპული სიმბოლოს შეურაცხყოფაზე გეგმაა, საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე ხელის შესაშლელად.
კობახიძემ კითხვას არ უპასუხა - "არ ვიცი, არ მაინტერესებს, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ" - თქვა თავმჯდომარემ.
ცნობისთვის, გუშინ რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძნიშვილს. ევროკავშირის ოფისთან კი ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წევრებმა აქცია გამართეს, რომლებმაც ევროკავშირის დროშის დაწვა სცადეს. პოლიციამ 7 პირი დააკავა.
იხილეთ ასევე: