რუსი პროკურორი: "12 რუსი ოფიცერი დაისაჯა წვევამდელების სპეცოპერაციაში ჩართვისთვის"

გამოქვეყნდა:

დასავლეთის სამხედრო ოლქში "დაახლოებით 600 წვევამდელი ჩაერთო სპეცოპერაციაში, ყველა მათგანი რაც შეიძლება სწრაფად უკან დაბრუნდა", - თქვა სამხედრო პროკურორმა, არტურ იეგიევმა

მისი თქმით, ომში წვევამდელების მონაწილეობისთვის პასუხისგებაში მიცემული იყო „დაახლოებით 12 ოფიცერი“. ამ ოფიცრების მიმართ გამოყენებული იქნა „დისციპლინური პასუხისმგებლობის“ ზომები, მათ შორის სამსახურიდან გათავისუფლებაც.

მარტის დასაწყისში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და ვლადიმერ პუტინიც ამტკიცებდნენ, რომ წვევამდელები უკრაინაში ბრძოლებში არ მონაწილეობდნენ. თუმცა, პუტინის განცხადებიდან მეორე დღეს თავდაცვის სამინისტრომ მაინც აღიარა, რომ ეს ასე არ იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი