"მიგაფარებთ სახეზე... თქვენამდე მოვალ...ჩემთან არ უნდა დასვათ ეს კითხვები...დასვამთ და მიიღებთ"-რიჟვაძის "წლიური ანგარიში"

გამოქვეყნდა:

ხმაური აჭარის უმაღლეს საბჭოში - უკვე 3 საათია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის წლიურ ანგარიშს ისმენენ. თორნიკე რიჟვაძე უმაღლეს საბჭოში გაძლიერებული დაცვით მივიდა.

მოსმენა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, რისი მიზეზიც ოპოზიციის მწვავე შეკითხვები გახდა, რასაც რიჟვაძის მხრიდან ცინიზმი, მუქარა და "ძველბიჭობა" მოჰყვა

"მშიშარა ხარ... ყაჩაღი ხარ.... ჩემთვის თავმოყვარეობის საკითხია და ჩემთან არ უნდა დასვათ ეს კითხვები, დასვამთ და მიიღებთ! გაგიშვებთ ცუქცუქით...მიგაფარებთ მაგას სახეზე მალე, ყველამ მომისმინეთ, თქვენამდე მოვალ, ყველასთან მოვალ, ყველასთან!" ,- ასეთი იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ლექსიკონი ოპონენტების მიმართ. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ დღევანდელი სხდომა აჭარის უმაღლესი საბჭოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო სხდომა იყო. 

"მე როგორც ჩანს არ ვიცნობდი რიჟვაძეს, სად ვცხოვრობთ და ვის ხელში ვართ? ახალგაზრდა , კომპლექსებიანი უზრდელი ბავშვია",- ამბობს გიორგი კირთაძე. 

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციას კითხვები ჰქონდა სოციალურ-ეკონომიკური და შეჩერებულ პროექტებთან დაკავშირებით. ოპოზიცია თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოზთუქრის დაკავების, ასევე, ნუგზარ ფუტკარაძის საქმესთან დაკავშირებითაც ჰქონდა კითხვები. დარბაზში არაერთხელ გაიჟღერა თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის სახელმა. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი