
პარლამენტის დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა საკანონმდებლო ორგანოში ე.წ. საყოველთაო ამნისტიის კანონი დააინიცირა. ჩარკვიანის თქმით, ამ დროისთვის რეგისტრაცია მიმდინარეობს.
"გვინდა დავაინიციროთ საყოველთაო ამნისტიის კანონი. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლისა და პარლამენტის რეგლამენტის 99-ე მუხლის თანახმად. ვფიქრობთ, რომ ეს ჩაუყრის საფუძველს დიდ ეროვნულ შეთანხმებას. არ შეეხება მძიმე დანაშაულს: ყაჩაღობასა და მკვლელობას, მძიმე დანაშაულს. საყოველთაო ამნისტიას პრაქტიკულად გადარჩენის აქტი შეიძლება ვუწოდოთ",- თქვა ჩარკვიანმა.