"მეზიზღება ისინი..." - მედვედევი

გამოქვეყნდა:

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი განმარტავს, რატომ არის მისი განცხადებები სოციალურ ქსელში  მკაცრი და მკვეთრი:

"ხალხი ხშირად მეკითხება, რატომ არის ჩემი ტელეგრამის პოსტები ასეთი მკაცრი. მე ვპასუხობ - მეზიზღება ისინი. ისინი ნაძირლები არიან. მათ სიკვდილი უნდათ ჩვენთვის, რუსეთისთვის. და სანამ ცოცხალი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ისინი გაქრნენ“, - წერს მედვედევი.

იქამდე, ტელეკომპანია Al Jazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში მედვედევმა განაცხადა, რომ საკუთარ ტელეგრამ არხს თავადვე მართავს და  მიზანმიმართულად არ იყენებს დიპლომატიურ ენას. მისი თქმით, ხალხმა უნდა მიიღოს ინფორმაცია პოლიტიკოსებისგან „გასაგებად და ამავდროულად პირდაპირ“.

მედვედევი ტელეგრამის არხზე კომენტარებს აკეთებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე და პოლიტიკოსების განცხადებებზე. მან აღნიშნული პლატფორმის გამოყენება 14 მარტს დაიწყო და ამჟამად 350 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი