
გერმანიაში, ქალაქ შვალმშტადტში, სუპერმარკეტში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი პოლიცია მოწმეებზე დაყრდნობით ამბობს, რომ კაცმა სურსათის მაღაზიაში ჯერ ქალს ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილი 58 კაცისა და 53 წლის ქალის გარდა დაშავებული არავინაა.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 13:00 საათზე მოხდა. დანაშაულის მოტივი უცნობია.
ქალაქი შვალმშტადტში ფრანკფურტიდან 90 წუთის სავალზე მდებარეობს, ის საშუალო ზომის ქალაქია, სადაც 20 000-მდე ადამიანი ცხოვრობს.