
ოკუპანტებმა ხარკოვიზე მორიგი იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ხარკოვის საოლქო საბჭოს ხელმძღვანელის მრჩეველი, ნატალია პოპოვა ავრცელებს. მისი ცნობით, დაიღუპა ერთი და დაიჭრა სამი ადამიანი. მტრის სამიზნე ამჯერადაც საცხოვრებელი უბანი გახდა, უფრო კონკრეტულად კი საერთო საცხოვრებელი. ინფორმაციას ადასტურებს ქალაქის მერი იგორ ტერეხოვიც.