
უკრაინაში დაღუპულ ქართველი მებრძოლის, გიორგი გრიგოლიას ცხედარს საქართველოში 10 ივნისს, გამთენიას ჩამოასვენებენ. მანამდე მას უკრაინაში ტაძარში დაასვენებენ, სადაც იქ მყოფ ქართველ და უკრაინელ მებრძოლებს შესაძლებლობა ექნებათ, პატივი მიაგონ. ქართველ მებრძოლს აბაშაში, დედის გვერდით დაკრძალავენ.
გიორგი გრიგოლია დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმდებარედ იბრძოდა. ის მამასთან და ცოლ-შვილთან ერთად, უკვე 16 წელია უკრაინაში ცხოვრობდა. მასაც და მამამისსაც ორი ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ.
ნათესავების ინფორმაციითვე, დაღუპულმა ცოლ-შვილი ომის დაწყებისთანავე თურქეთში გაგზავნა, მათ უსაფრთხოებიდან გამომდინარე საკონტაქტოც შეიცვალეს და ახლა გრიგოლიები ვერც მათ უკავშირდებიან.
ავტორი: ემა გოგოხია