"იტალია ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც მყარად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას" | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იტალიაში ქვეყნის პრეზიდენტ სერჯო მატარელას შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტმა ერთობლივი ბრიფინგი გამართა. როგორც მატარელამ თქვა, იტალია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.

"საქართველოს საუკუნოვანი გამოცდილება აქვს იგი ევროპული ცივილიზაციის წევრია, ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკური და გასაგებია, რომ მას უნდა ევროპის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. იტალია მხარს უჭერს საქართველოს ამ მიმართებას. შავი ზღვის უსაფრთხოება კავკასიაში უპირველეს ყოვლისა ეხება საქართველოს, მაგრამ ეს გვეხება ყველას, რადგან ევროპის თანამეგობრობის უმთავრესი პრობლემა გახლავთ. საქართველოს სუვერენიტეტი და მისი ტერიტორიული მთლიანობა ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა", - თქვა სერჯო მატარელამ.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, იტალიის პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი შეეხო, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ასევე ისაუბრეს უკრაინაში რუსეთის ომზე. ზურაბიშვილის თქმით, "რუსეთის აგრესია შეიძლება სხვადასხვა ფორმით გაგრძელდეს, მაგრამ ის უკვე წარუმატებელია, რადგან ევროპა გახდა ფხიზელი და ისე გაერთიანებული, როგორც არასდროს".

"ვიცით, რომ იტალია არის ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ყველაზე უფრო მყარად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას და დგას ჩვენს გვერდით ამ რთულ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე. იტალიის და ევროპის მხარდაჭერა ამ ახალ პროცესზე იქნება საქართველოს 88%-თვის, რომელიც ემხრობა საქართველოს ევროინტეგრაციას, სამართლიანი გადაწყვეტილება და მისი ევროპაში დაბრუნების ერთ-ერთი სიმბოლო. აღიარება საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების.

ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება, რომ საქართველოს გააჩნია ევროპული და დემოკრატიული მომავალი. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ამ მომავლისთვის საქართველოსაც აქვს დიდი ვალდებულებები და თუ აჩქარებულია ინტეგრაციის პროცესი, ასევე აჩქარებული უნდა იყოს, ჩვენი რეფორმების პროცესი და არანაირი შეფერხება მას თან არ ახლდეს, ეს არის ჩვენი გზა ევროპისკენ.

[...]

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ NATO-სთან ურთიერთობაზე და მალე მადრიდის სამიტს ველოდებით, ეს არის საქართველოსთვის უალტერნატივო გზა. ეს იქნება სწავლებებში მონაწილეობით, სხვადასხვა მისიაში ჩვენი თანამშრომლობით, თუ ჩვენი თვით NATO-ში მხარდაჭერით, ეს არის გზა, რომელზეც ვიცით, რომ იტალია დგას ჩვენ გვერდით", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი