როდესაც პრეზიდენტი ვიზიტით იმყოფება, ამ დროს დავის დაწყება მიუღებელია - ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი "ოცნებაზე" სარჩელზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ხელისუფლება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში ისე უჩივის, რომ მოპასუხე მხარე ქვეყანაში არ იმყოფება.

ირკვევა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტმა პრეზიდენტს სარჩელი იტალიაში მიმავალ გზაზე დააწია. იმ დროს, როდესაც ქვეყანა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინშია და პრეზიდენტი ამ საკითხზე ევროპელ პარტნიორებთან მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს, ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს.

"ჯერჯერობით სარჩელი, რომელი საკონსტიტუციო სასამართლოშია შესული არ გვინახავს. სანამ არ გავეცნობით, არ გავიგებთ რა მოთხოვნებია იქ, რის დაზუსტებას ითხოვს მთავრობა, მანამდე ამაზე საუბარი და იურიდიულ დეტალებში შესვლა რთულია. როდესაც პრეზიდენტი ვიზიტით იმყოფება, ამ დროს ასეთი დავის დაწყება, თვითონ განსაჯეთ, რამდენად მიზანშეწონილია. მე მიუღებლად მიმაჩნია“, - თქვა მსხილაძემ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი