"შესაძლო პროვოკაციების პრევენციისთვის" პარლამენტში დღეს უსაფრთხოების დამატებითი ზომები იმოქმედებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტის განცხადებით, შესაძლო პროვოკაციების პრევენციისა და თანამშრომლების სამუშაო პირობების უზრუნველყოფის მიზეზით, დღეს შენობაში უსაფრთხოების დამატებითი ზომები იმოქმედებს.

"8 ივნისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა", - წერია პარლამენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მოსმენაა. ის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას წარუდგენს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი