შეიძლება პოლიტიკური მიკერძოებულობით აიხსნას - სარჯველაძე ომბუდსმენის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის აზრით, ომბუდსმენის კრიტიკული შეფასება "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მიმართ გამოტანილ განაჩენზე "პოლიტიკური მიკერძოებით" შეიძლება აიხსნას.

სარჯველაძე ამბობს, რომ სახალხო დამცველის განცხადებები "რელევანტური არაა".

"პრეზიდენტის კომპეტენციას მე ნამდვილად ვერ შევაფასებ და წინასწარ პროგნოზებს ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება განცხადებებს, რომ რომელიმე ბრალდება უსაფუძვლოა ან დაუსაბუთებელია ან ა.შ მე მგონი აქ ცოტა "შორს მიმავალია" განცხადებები, რომელსაც აკეთებს ომბუდსმენი, არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში რელევანტური იყოს, უფრო მეტად პოლიტიკური მიკერძოებით შეიძლება ალბათ აიხსნას ასეთი განცხადებები, თავის მხრიდან ყველაზე მეტად დაუსაბუთებელი, სხვათა შორის ამ თვალსაზრისით", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ. 

ცნობისთვის, ომბუდსმენმა პრეზიდენტს მიმართა ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე. ის მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას განაჩენი არსებითად დაუსაბუთებელია და საბოლოო ჯამში, სასამართლომ ყველა მნიშვნელოვან სამართლებრივ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი