სახალხო დამცველი ირჩევს შერჩევით სახალხო დამცველობას - მაჭარაშვილი ნიკა გვარამიას განაჩენის დასკვნაზე

გამოქვეყნდა:

"დღევანდელ პირობებში, როდესაც მთელი ქვეყანა ვართ მობილიზებული იმისთვის, რომ მოხდეს სტატუსის მინიჭება ქვეყნისათვის, სახალხო დამცველს რატომღაც მხოლოდ ერთი, ან ორი პატიმარი ახსენდება. მე კითხვა ერთხელ დავსვი და პასუხი ვერ მივიღე იმიტომ, რომ არ არსებობს. თუ არსებობს ისეთი პატიმარი, რომლის მდგომარეობაც ისეთ დეტალებში იცის სახალხო დამცველმა, როგორც მაგალითად იცის, ამ შემთხვევაში პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით. ანუ გამოდის, რომ ამ შემთხვევაში სამწუხაროდ, სახალხო დამცველი ირჩევს შერჩევით სახალხო დამცველობას და შერჩევით ადამიანის უფლებების დაცვას. ეს არის მისი პრობლემა, ამიტომაც აქვს მას ისეთი დაბალი რეიტინგი,  როგორიც აქვს."

"ქართული ოცნების" დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადება სახალხო დამცველის დასკვნაზე, ნიკა გვარამიასთვის გამოტანილ დაუსაბუთებელ განაჩენზე

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი