"არ არის ეს თემა მისი, შეეშვას" - ზარქუა ომბუდსმენს რჩევას აძლევს და ბოდიშის მოხდას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამიას დაუსაბუთებელ და პოლიტიკურ განაჩენთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის დასკვნამ დეპუტატი ზარქუა წყობიდან გამოიყვანა და ნინო ლომჯარიას რჩევა მისცა:

"ქალბატონ ლომჯარიას მე ვურჩევდი, რომ რაღაც ადეკვატური თემებით დაკავდეს. რატომ ფიქრობს აპრიორი შეწყალებაზე რატომ მიჰყავს საქმე. იქნება და ბატონ გვარამიას აქვს საფუძველი იფიქროს, რომ მართალია და მეორე ინსტანციაზე იდავოს. თუ არა და აგერ არის საერთაშორისო არბიტრაჟი, პირდაპირ შეწყალებაზე რატომ გადავიდა, არ არის ეს თემა მისი, შეეშვას." ამბობს ზარქუა.

ის იმდენად გამოიყვანა წყობიდან ომბუდსმენის დასკვნას, რომ ლომჯარიას დაემუქრა კიდეც და ბოდიშის მოხდა მოსთხოვა:

"მე მახსოვს, ქალბატონი ლომჯარია, როდესაც უკრაინის სახალხო დამცველი რომ დარბოდა ჩვენთან ეზოებში, რადამ გაუშვა. რატომ გაუშვა, იმიტომ რომ ცრუ ბრალდებები ვერ დაამტკიცა, ეს ქალი არის სამარცხვინო და გააგდო უკრაინის რადამ. აი ასეთ ადამიანებზე დაყრდნობით მერე საქართველოს ხელისუფლებას და ჩვენს სახელმწიფოს, რა სიტყვებით და რა ეპითეტებით ამკობდა ქალბატონი ლომჯარია. ბოდიში მოიხადოს და მიხედოს საკუთარ საქმეს" ამბობს ზარქუა. 

ომბუდსმენის დასკვნა

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი