"ბაზალტის ქვაზე, გადააკრეს კაფელი" - ხაბეიშვილი ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციაზე

გამოქვეყნდა:

მერია 150 ათას ლარს დეკორატიულ ქვებში დახარჯავს. ქეთევან წამებულის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში უკვე არსებულ ძვირადღირებულ ბაზალტის ქვებზე მერია ახალ ქვის ფილებს აგებს, ამაში კი ბიუჯეტიდან სოლიდურ თანხას ხარჯავს.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, გაწეული ხარჯები დაუსაბუთებელია და ასევე შესაძლებელი იყო არსებული ისტორიული  ქვების შენარჩუნება. 

"საუკეთესო ბაზალტის ქვაზე, გადააკრეს კაფელი. მეტლახივით გამოაწყვეს აქაურობა. ნახევარზე ამბობენ, რომ უნდა გამოვცვალოთ და მივაკრათ ეს ე.წ მეტლახი, თუ კაფელი რასაც ჰგავს. მეორე ნაწილზე კი ამბობენ, რომ ამას ასე დავტოვებთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ბაზალტის ქვის განახლებაც ცხადია შეიძლებოდა, თუმცა რომ არ განაახლეს ამაში, 150 დან 200 ათას ლარამდე დახარჯავენ ჩვენი მოქალაქეების თანხებს", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი  

შეგახსენებთ, რომ თბილისი მერიამ ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია 17 იანვარს დაიწყო.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი