უკრაინის არმია სევეროდონეცკის დათმობას არ აპირებს - გაიდაი

გამოქვეყნდა:

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, რუსი ოკუპანტები სევეროდონეცკის გასანადგურებლად ყველა სახის იარაღს იყენებენ.

როგორც მან აღნიშნა, მდგომარეობა მძიმეა, თუმცა უკრაინელი სამხედროები ქალაქის დათმობას არ აპირებენ.

"სევეროდონეცკში საერთოდ არავინ არაფერს დათმობს. თუნდაც ჩვენს სამხედროებს უფრო გამაგრებულ პოზიციებზე უკან დახევა მოუწიოთ, რადგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქ ყველაფერი იბომბება, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე დათმობს ქალაქს... დღეს ქალაქში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, რუსული არმია ყველანაირ იარაღს იყენებს ქალაქის წინააღმდეგ", - ამბობს გაიდაი 

შეგახსენებთ, რომ ქალაქი სევეროდონეცკი მუდმივი თავდასხმის ქვეშაა. ქალაქის ნახევარს უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. ბრძოლები გრძელდება სევეროდონეცკის სამხრეთითა და დასავლეთით მდებარე დასახლებებში, რადგან მტერი ქალაქის ალყაში მოქცევას ცდილობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი