
ლუქსემბურგის მთავრობამ 4 მილიარდი ევროს რუსული აქტივები გაყინა. ინფორმაციას, უკრაინული მედია ლუქსემბურგის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია საბანკო ანგარიშებსა და ფასიან ქაღალდებზე. მთლიანობაში სანქცირებულთა სიაში რუსეთის 90-ზე მეტი მოქალაქე და 1 100 კომპანია მოხვდა.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა გააყინა რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები დაახლოებით 23 მილიარდი ევროს ოდენობით.