სახალხო დამცველის დასკვნა ძალას შესძენს ნიკა გვარამიას საქმეს - თამთა მურადაშვილი

გამოქვეყნდა:

 "მთავარი არხის" გენერალურის დირექტორის, ნიკა გვარამიას უფლებადამცველის თქმით, ომბუდსმენის დასკვნა მნიშვნელოვანია, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტის შინაარსს იზიარებს ყველა სტრატეგიული პარტნიორი და ერთხმად  თანხმდება, რომ ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი  პოლიტიკურად მოტივირებულია.

"ძალიან მნიშვნელოვანი სახალხო დამცველის შეფასება, აქ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხაზგასმით რაც ითქვა, რომ ეს არის არსებითად დაუსაბუთებელი განაჩენი ნიკა გვარამიას წინააღმდეგ. ნინო ლომჯარიას ჰქონდა წარდგენილი სასამართლოს მეგობრის დოკუმენტი სასამართლოში. ძალიან მნიშვნელოვანია მისი პოზიცია, როგორც განაჩენის დადგომამდე, ანუ თვითონ საქმის წარმოების პროცესში და ასევე უკვე დამდგარ განაჩენზე. ის აკვირდებოდა პროცესს სრულად და ამიტომ მისი მოსაზრება როგორც საწყის ეტაპზე, ისე დასკვნით ეტაპზე, მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია არამხოლოდ ნიკასთვის, არამედ ამ საქმის ბედისთვის, არამედ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრებისთვის, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის და ჩვენი მოკავშირეებისთვის, რომლებიც ნეიტრალური თვალით აკვირდებიან ამ პროცესებს და ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველის ავტორიტეტის სტატუსი, როგორც ჩვენი ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ კიდევ ერთხელ ძალას შესძენს ნიკას საქმეს, იმ კუთხით, რომ დადასტურდება დაუსაბუთებლობა ნიკას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის და პოლიტიკურად მოტივირებული ხასიათი" - ამბობს თამთა დემურიშვილი

ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა დასკვნა დღეს გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ სასამართლომ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხს თავი აარიდა, ხოლო განაჩენი არსებითად დაუსაბუთებელია. ლომჯარიამ საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების უფლების გამოყენებისკენ მოუწოდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი