"...პასუხი არ მევალება. საზღვარგარეთ, შინაურ საქმეებზე კომენტარებს არ ვაკეთებ" | ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე

გამოქვეყნდა:

"მე არ ვაკეთებ... ჯერ ერთი, პასუხი არ მევალება... საზღვარგარეთ განცხადებებს შინაურ საქმეებზე და მითუმეტეს შეწყალებაზე, რომელიც არის ჩემი დისკრეციული უფლება და კომენტარებს არ ვაკეთებ... არ ვაკეთებ კომენტარს," - ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტის შეკითხვას, აპირებს თუ არა ომბუდსმენის მიმართვის გათვალისწინებას და ნიკა გვარამიას შეწყალებას.  

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა პრეზიდენტს მიმართა, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ მის ხელთ არსებული შეწყალების უფლებამოსილება გამოიყენოს. 

ომბუდსმენმა ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა. სახალხო დამცველის შეფასებით, განაჩენი არსებითად დაუსაბუთებელია და საბოლოო ჯამში, სასამართლომ ყველა მნიშვნელოვან სამართლებრივ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი