განიხილება ოკუპირებული ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის, მელიტოპოლისა და აფხაზეთის საფეხბურთო ჩემპიონატის შექმნა - მედია

გამოქვეყნდა:

რუსული გამოცემის RB Sport-ის ცნობით, განიხილება ერთიანი ჩემპიონატის შექმნის შესაძლებლობა ოკუპირებული ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის "სახალხო რესპუბლიკების", ხერსონის, მელიტოპოლისა და აფხაზეთის კლუბებს შორის.

„ეს იმით არის განპირობებული, რომ უეფას თანხმობის გარეშე, უახლოეს მომავალში ამ რეგიონებიდან ვერც ერთი კლუბი ვერ გახდება რუსეთის საფეხბურთო კავშირის წევრი და ვერ ითამაშებს რუსეთის ჩემპიონატებში. თუმცა, ერთიანი ჩემპიონატის შექმნა ასევე შეუძლებელია სანამ ტერიტორიები უსაფრთხო არ იქნება“, - ნათქვამია სტატიაში.

გამოცემის ცნობით, შემდეგი დისკუსია ამ თემაზე მოსკოვში, 12 ივნისს არის დაგეგმილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი