
გერმანიაში, ბერლინის ერთ-ერთ უბანში პოპულარულ სავაჭრო ზონაში მანქანა ხალხმრავალ ადგილას შევარდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. Deutsche welle-ს ინფორმაციით, მძღოლი უკვე დაკავებულია.
სასწრაფო დახმარების ცნობით, დაშავებული 8 ადამიანიდან 5-ის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც პოლიცია აცხადებს, უცნობია მომხდარი შემთხვევითობა იყო, თუ განზრახ ჩადენილი დანაშაული.