
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, აცნობოს საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ფართომასშტაბიან მიყურადებასთან დაკავშირებით დაპირებული გამოძიების შედეგები:
"ასევე მოვუწოდებთ მთავრობას, დიპლომატიურ საზოგადოებას 2021 წლის სექტემბერში გამოვლენილ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ფართომასშტაბიან მიყურადებასთან დაკავშირებით დაპირებული გამოძიების შედეგები აცნობოს." აცხადებს კარლ ჰარცელი, რომლის კომენტარსაც წერილობით ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
შეგახსენებთ, გასული წლის სექტემბერში, სუს-დან გაჟონილ კრებსებში აღმოჩნდა დიპლომატების ფარული მიყურადების ჩანაწერებიც. ათასობით ფაილში აღმოჩნდა დოკუმენტები, რომლებიც დიპლომატიური მისიების თანამშრომლებს ეხება.
იხილეთ ასევე: