"ვაშაძის ქცევა ნამდვილად იმსახურებს იმას, რის უფლებასაც არ გვაძლევს პარლამენტარის მანდატი" | ჩიქოვანი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ჩიქოვანი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ვაშაძის ქცევა "ნამდვილად იმსახურებს იმას, რის უფლებასაც არ გვაძლევს პარლამენტის მანდატი".

"აქ ერთი ბატონი გუშინ გამოვიდა, რაღაც ფრაზები ისროლა, მერე დღეს, ბრიფინგს ატარებს, ვიდრე დარბაზში შემოვა, რომ ქართული ოცნება ჩემთან გასწორებას აპირებსო. არავინ არ აპირებს თქვენთან გასწორებას, ბატონო გიორგი, მაგრამ ის, რასაც აკეთებს და როგორც იქცევა, ნამდვილად იმსახურებს იმას, რის უფლებასაც არ გვაძლევს პარლამენტარის მანდატი", - თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა დეპუტატმა თქვა, რომ წყაროს ინფორმაციით, "ქართული ოცნება" მასზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი