უკრაინელი დეპუტატი ხერსონში, ოკუპანტების მხარეს გადავიდა

გამოქვეყნდა:

ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკრაინის სახალხო დეპუტატი ოლექსი კოვალიოვი რუსების მხარეს გადავიდა და შესაბამისი განცხადება ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

მან დაწერა, რომ დაესწრო "მისთვის ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას" - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის, სერგეი კირიენკოს შეხვედრას "ხერსონის რეგიონის ფერმერებთან".

"პირველ რიგში, ითქვა, რომ რუსეთი აქ არის სერიოზულად და სამუდამოდ! დაგეგმილია ხერსონის ფერმერების სრულმასშტაბიანი ინტეგრაცია რუსეთის ეკონომიკურ მოდელში. გამოყენებული იქნება ყველა ინსტრუმენტი რუსეთში მოქმედი სოფლის მეურნეობის მწარმოებლების მხარდასაჭერად", - წერს ის.

გარდა ამისა, კოვალევმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე "განიხილეს ხერსონის რეგიონის სტატუსი" და რუსეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი