
მეცნიერებმა პირველად აღმოაჩინეს მიკროპლასტიკა ატარქტიდაზე ახლად მოსულ თოვლში. ახალი ზელანდიის კენტერბერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ნიმუშები ანტარქტიდის 19 ადგილიდან შეაგროვეს და თითოეული შეიცავდა პატარა პლასტმასის ფრაგმენტებს.
მკვლევარებმა საშუალოდ 29 ნაწილაკი აღმოაჩინეს ერთ ლიტრ მდნარ თოვლზე. მათ გამოავლინეს 13 სხვადასხვა სახის პლასტმასი, მათ შორის კი ყველაზე გავრცელებული პოლიეთილენ ტერეფტალატი (PET) იყო, რომელიც ძირითადად გამაგრილებელი სასმელების ბოთლებსა და ტანსაცმელში გამოიყენება. ეს ნაწილაკი ნიმუშების 79%-ში აღმოჩნდა.
მიკროპლასტიკები წარმოიქმნება პლასტიკური მასალების ეროზიისგან და უფრო მცირეა ვიდრე ბრინჯის მარცვალი - ზოგჯერ შეუიარაღებელი თვალითაც კი უხილავი.
წინა კვლევებმა აღმოაჩინა მიკროპლასტიკური დაბინძურება ანტარქტიდის ზღვის ყინულსა და ზედაპირულ წყლებში, მაგრამ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პლასტიკები სუფთა თოვლშიც აღმოჩნდა.
2020 წელს მკვლევარებმა აღმოაჩინეს მიკროპლასტიკა ევერესტთან ახლოს. ისინი ასევე აღმოაჩინეს ღრმა ოკეანეებში.